Skip to Content

<

Rock Town of Queen Tamara

A cache by D@ewo Send Message to Owner Message this owner
Hidden : 4/23/2015
Difficulty:
2 out of 5
Terrain:
2.5 out of 5

Size: Size: micro (micro)

Join now to view geocache location details. It's free!

Watch

How Geocaching Works

Please note Use of geocaching.com services is subject to the terms and conditions in our disclaimer.

Geocache Description:


 

foto

ვარძიის კომპლექსი
(XII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების 365 (ლეგენდის თანახმად) გამოქვაბული ოთახი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო, კლდის სოფელი ანანაური.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უნიკალურ ფრესკებზე გამოსახულნი არიან გიორგი III და თამარ მეფე. აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის პორტრეტი საქართველოში ვარძიის გარდა მხოლოდ სამგან გვხვდება (ყინწვისი, ბეთანია, ბერთუბანი).

3. adgilmdebareoba

ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე.
დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.
მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა.
1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია.
1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე.
XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ.
ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა.
დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

“მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

 

7. arqiteqturuli aRwera

მთლიანად ანსამბლი ისტორიულად ჩამოყალიბებული ორი ნაწილისაგან შედგება: ვარძია და უფრო ადრეული ხანის X-XII საუკუნეების კლდის სოფელი - ანანაური. ვარძიის თანამედროვე დასახელებაში იგულისხმება ორივე ეს ნაწილი.

fotovarZiisAsaerTo xedis gegma

ა) ვარძიის გამოქვაბული კომპლექსი - მონასტერი გამოკვეთილია სამფენოვანი კლდის შუა მოყვითალო-მოვარდისფრო ტუფ-ბრექჩიის ფენაში. ქვედა მონაცისფრო-მოყავისფრო ფენა ამ რთული არქიტექტურული ნაგებობის ფუძეს შეადგენს, ზედა მუქი-რუხი ფენა კი, ლავგარდანივით გასდევს მთელ კომპლექსს.
გამოქვაბულთა ცამეტსართულიანი ანსამბლი გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთ-კენ, სახლები კი გამოკვეთილია კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. ვარძიის აღნაგობა დაფუძნებულია წინასწარ დამუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე: საცხოვრებელთა მრავალსართულიანი განლაგება კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო. ტაძარი ჰყოფს ანსამბლს ორ არათანაბარ – დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებად. არც ერთი სართული არ კვეთს მონასტრის ამ კომპოზიციურ ცენტრს.

fotovarZiisAsaerTo xedi

მთავარი არქიტექტურული ელემენტი, რომელიც გამოჰყოფს და განასხვავებს ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან, არის გახსნილი თაღებით გაფორმებული კარაპანი – კარიბჭე კლდის სახლების წინ. კარიბჭეებს შორის გაჭრილი ღიადებითა და მოკლე გვირაბებით ხორციელდებოდა კავშირი სახლებს შორის ჰორიზონტალზე, სართულების გასწვრივ. სართულებს შორის ვერტიკალური კავშირისათვის კარიბჭეებში გაჭრილი იყო ერდო-ლუკი მასთან მიდგმული ხის კიბით. გარდა ამისა გამოიყენებოდა გრძელი ვერტიკალური გვირაბები, გამოსასვლელი ღიადებით ვარძიის ანსამბლის ყოველ სართულზე.
იყო შემთხვევები, როდესაც სახლი გადიოდა ღია ტერასაზე, მაგრამ კარიბჭე მაინც ყოველი სახლის სავალდებულო ელემენტს შეადგენდა; იგი არა მხოლოდ სახლების ურთიერთკავშირს ემსახურებოდა, არამედ წარმოადგენდა სამყოფს, სადაც ბერი ასრულებდა ყოველდღიურ საქმიანობას.

fotoqvabebis gegma

ვარძიაში არსებობდა ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი კლდის სახლები, მათ შორის ორსართულიანებიც. უმთავრესად გავრცელებულია ოროთახიანი სახლი განვითარებული კლდის სიღრმეში: კარიბჭე, მთავარი ოთახი და საკუჭნაო-საცივო. საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების მთავარი ოთახი კამაროვანი სამყოფია, გაწყობილი “ჩაშენებული”, ე.ი. კლდეში გამოკვეთილი “ავეჯით”. აქ არის ფართე ნიშები საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები ჭურჭლისათვის, წიგნებისათვის, ჭრაქებისათვის, მერხები და კერა. ნიშები უმეტესწილად თაღოვანია, მაგრამ ზოგჯერ არის ბრტყელი, მოუმრგვალებელი ჭერითაც. ნიშები შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით და იშვიათად სხვა დეტალებით. კარიბჭეში შესასვლელთან გაჭრილია სარკმლები. კედლების სიბრტყეები სუფთადაა დამუშავებული, მათი ფაქტურა უმთავრესად ხორკლიანია.
უკანა ოთახი კლდის სიღრმეში თითქმის სრულიად ბნელი და ცივი, გამოიყენებოდა სანოვაგის შესანახ საკუჭნაოდ ან მარნად. ჩვეულებრივ იგი მცირე მოცულობის სათავსოა ბრტყელი ჭერით და შედარებით უხეშად დამუშავებული სადა კედლის სიბრტყეებით.
სახლების ერთ ნაწილს გააჩნდა აგრეთვე ინდივიდუალური მინიატურული დარბაზული ეკლესია.
საცხოვრებელ სამყოფში კამარის არსებობა, უკანა კედლის დამუშავება თაღოვანი ნიშით და ამასთან კედლის კუთხეების შერბილება დამახასიათებელი ნიშნებია ვარძიის სახლებისათვის. კლდეში შენების პირობებში კამარის გამოყვანა საცხოვრებელ სამყოფში კონსტრუქციულად არც თუ სავალდებულოა. ვარძიის ინტერიერებში იგი დეკორატიულ-კონსტრუქციულ ფუნქციას ასრულებს, ანუ ხდება სამონასტრო არქიტექტურაში საერო საწყისის შეჭრა; კამაროვანი ინტერიერები დამახასიათებელია იმ ეპოქის ქვით აგებული სასახლეებისათვის, მაგალითად გეგუთსა და გუდარეხში.

fotovarZia

ანსამბლის დასავლეთით, ცამეტსართულიან ნაწილში მეტად საინტერესოა IX სართულზე სატრაპეზო პურის საცხობით. IV სართულზე მოთავსებულია საყურადღებო კონსტრუქციის ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო. III – IV სართულებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მრავალოთახიანი სახლები ინდივიდუალური ეკლესიებით, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ორსართულიანი სახლი.
ანსამბლის აღმოსავლეთის რვასართულიან ნაწილში სრულიად ან ნაწილობრივ შერჩენილია სამოცდაცხრამეტი კლდის სახლი. აქ სათავსოთა საერთო რიცხვი ორასორმოცდაორს შეადგენს. ამ ნაწილში საინტერესოა ცამეტქვევრიანი მარანი და ეგრეთ წოდებული “სალხინო” - სადგომი ლხინისათვის. ანსამბლის მშვენებაა დამუშავებით გამორჩეული კლდის სახლები, ესენია: ეგრეთწოდებული “სადარბაზო” – მონასტრის საკრებულო ეკლესიით, თამარ მეფის ოთახი და მონაზონთა სენაკები. ამ სენაკებს შორის შემორჩა გასასვლელი – ურთიერთდამაკავშირებელი ამ საცხოვრებელი ოთახებისა. აქვეა მონასტრის მთავარი შესასვლელი – კლდეში გამოკვეთილი გრძელი, ციცაბო, ზევითკენ ამავალი გვირაბი ფართე კამარით და საფეხურებით.

fotoeklesiis gegma

ბ) ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, იგი მონასტრის იდეოლოგიური და ამავე დროს კომპოზიციური ცენტრია. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით. კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა. ეკლესიის გვერდით კლდეში გამოკვეთილია სამარხები. ჩრდილოეთით აგებულია აგურის აკლდამა, ფასადზე შემორჩენილი მოჭიქული შორენკეცების ნაშთებით. კლდის სირღმეში გამართულია ფარული გვირაბები და სახიზარი ქვაბები.

 

fotomoxatulobaტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. შედარებით მომცრო დარბაზში (8,2X14,5 მ., სიმაღლით 9,2) ორ-სამ რეგისტრადაა განლაგებული ჩვიდმეტი კომპოზიცია, აქედან თოთხმეტი მიძღვნილია ქრისტეს ცხოვრების სცენას, დანარჩენი სამი კომპოზიცია დათმობილი აქვს ქტიტორებსა და ღვთისმშობელს.
ტაძრის მაშენებელმა, ერისთავთ-ერისთავმა რატი სურამელმა ტაძრის მოსახატად ნიჭიერი მხატვარი გიორგი მოიწვია, ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის სახელი მიმალულია საკურთხევლის კონქის მხატვრობაში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ.
ტაძრის კედლების გაყოლებით მეტრნახევრიანი პანელია, შემკული ფართო ორნამენტული ზოლით. ორნამენტით შევსებულია თაღების მთელი თავისუფალი სივრცეები და პილასტრების წახნაგები. მცენარეული ორნამენტის ფართო ზოლით შუაზე გაყოფილ კამარაზე მოთავსებულია ოთხი კომპოზიცია. მოხატულობა კედლებზე ორ რეგისტრად არის წარმოდგენილი. ფრესკებია კედლის თაღებს ზემოთ და თაღებში. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე წარმოდგენილია შვიდი კომპოზიცია, დასავლეთის კედელზე – ხუთი.

fotomoxatuloba

ქრისტეს ცხოვრების სცენები სახარების მიხედვით ისტორიული თანმიმდევრობითაა განთავსებული. ჩრდილოეთი კედელი ქტიტორებს ეთმობა. აღმოსავლეთ ნიშში მთელი სიმაღლით თამარ მეფე და მეფე გიორგი III არიან წარმოდგენილნი, შესატყვისი წარწერებით: “ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე შვილი გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობსმცა” და “ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფეთა მეფისაი”.
ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშში მოთავსებულია ერისთავის რატი სურამელის პორტრეტი.
ქტიტორთა პორტრეტები მოცემულია სამ მეოთხედში, თითქოს მათი ფიგურები ვედრების პოზით ნელა მიიწევენ საკურთხევლის მიმართულებით.
საკურთხევლის კონქში, ცენტრში, ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის არეზე წარმოდგენილია დიდი კომპოზიცია ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მარცხენა მუხლზე ყრმა უზის, მის აქეთ-იქით მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელია.
ეკლესიის მხატვრობა 1184-1186 წლებს შორის თარიღდება (გიორგი III გარდაცვალების და თამარის ქორწინებას შორის).
გ) ანანაურის კომპლექსი - ანანაურს ფართე ტერიტორია უკავია; გამოქვაბული კომპლექსის გარდა, მასში შედის ყოფილი ბაღებისა და ვენახების ჩამოწოლილი ტერასები და ეს ტერიტორია ვრცელდება სარწყავი არხის ნანგრევებამდე. აქ ყურადღებას იპყრობს საერო კლდის სახლები – მათ შორის რთული ორსართულიანი სახლი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახელი და წყალსაცავი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ანანაურის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია შექმნილი არა უგვიანეს X საუკუნისა, მცირე სახიზარი – ქვაბით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, მისი შინაგანი ზომები საკურთხევლის ჩათვლით 2,2X4,5 მ. კედლები და კამარა მთლიანად მოხატულია (მოხატულობა სავარაუდოდ XV საუკუნეს განეკუთვნება). საკურთხევლის კონქში გამოსახულია “ღვთისმშობელი ყრმით” ქვემოთ ცენტრში – “დატირება”, გვერდებზე ქრისტესაკენ დახრილი ორ-ორი მღვდელმთავარი , ერთ მხარეს - ნიკოლოზი და იოანე ღვთისმეტყველი, მეორე მხარეს კი ბასილი და გრიგოლ ღვთისმეტყველი, მცირე ნიშში ელენეს მიერ ჯვრის ნახვის სიმბოლური გამოსახულებაა. კამარა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ცენტრში გაყოფილია ორნამენტის ზოლით. ჩრდილოეთის მხარეს ნიშში წარმოდგენილია “დეისუსი”, ნიშის თაღზე – “ხარება”, “ქრისტეს შობა”, “მირქმა”, კამარის ჩრდილოეთის მხარეზეა – “ჯვარცმა”, “აღდგომა”, “ამაღლება”, ქვემოთ – “ფერისცვალება”, სამხრეთის მხარეზე – “იერუსალიმში შესვლა”, “ლაზარეს აღდგინება”, ქვემოთ - “ნათლისღება”, “სულიწმინდის მოფენა”, დასავლეთის კედელზე კარის თავზე “ღვთისმშობლის მიძინება”, შესასვლელის მარცხნივ – მთავარანგელოზი მიქაელი _ მახვილით, მარჯვნივ – მთავარანგელოზი გაბრიელი – გრაგნილით.
ეკლესიის კარიბჭე არ შენახულა; მის დასავლეთ კედლებთან არის მხოლოდ ეკლესიის წინ მდებარე სათავსო. ეკლესიის წინ სათავსოზე ყველა წარწერა ქართულია, თვით ეკლესიაზე კი წარწერები ბერძნულ ენაზეა შესრულებული. საკურთხევლის კედლის გარშემო კლდეში გამოკვეთილია “მერხი”, რომელიც გრძელდება ეკლესიის კედლების გასწვრივაც. საკურთხეველში, აღმოსავლეთის კედელთან გამოკვეთილია ტრაპეზი, მის გვერდით კი მცირე ნიში. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დიდი თაღოვანი ნიშია, მასში ამოჭრილია კლდის კუბო – სამარხით, სამხრეთის კედელში ორი ვიწრო მცირე სარკმელია. შესასვლელი კი დასავლეთის კედელშია გაჭრილი.
ვარძიის მონასტრის სამრეკლოს მახლობლად ყურადღებას იპყრობს მარტივი საერო კლდის სახლი ბოსლით, ოდნავ ქვემოთ კი გამოქვაბულთა დიდი კომპლექსი. ანანაურის გასწვრივ ციცაბო კლდეს გასდევს მასში გამოკვეთილი გვირაბის ნანგრევები – ნაშთი მონასტრის წყალსადენისა წამოყვანილი ზედა ვარძიიდან სამნახევარი კილომეტრის მანძილზე, მის ქვემოთ მდებარეობს გვირაბული სარწყავი წყლის არხი, მონასტრის ტერასული მეურნეობის საჭიროებისათვის.
ვარძიაში სამრეკლოს მახლობლად, ზემო ტერასაზე მდებარეობს ამ ანსამბლისათვის ტიპური რთული სამონასტრო ქვაბული დარბაზული ეკლესიით, რომელსაც “ლიტანიის ეკლესია” ეწოდება. ამ ეკლესიის შესავლელის ტიმპანზე შერჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამრეკლოს უკან, კლდეში ამოკვეთილი საფეხურები ადის მთის მწვერვალზე, სადაც შერჩენილია სასაფლაო – სამაროვანის კვალი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ვარძიის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. გაფრინდაშვილი - ”ვარძია”გამომცემლობა “ავრორა”, პეტერბურგი, 1975 წ.
2. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე, გოგა ველიჯანაშვილი.

10. marSruti

დადგინდება;

დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/vardzia

ANG:
Vardzia (Georgian: ვარძია) is a cave monastery site in southern Georgia, excavated from the slopes of the Erusheti Mountain on the left bank of the Mtkvari River, thirty kilometres from Aspindza. The main period of construction was the second half of the twelfth century. The caves stretch along the cliff for some five hundred metres and in up to nineteen tiers. The Church of the Dormition, dating to the 1180s during the golden age of Tamar and Rustaveli, has an important series of wall paintings. The site was largely abandoned after the Ottoman takeover in the sixteenth century. Now part of a state heritage reserve, the extended area of Vardzia-Khertvisi has been submitted for future inscription on the UNESCO World Heritage List.

Soviet-era excavations have shown that the area of Vardzia was inhabited during the Bronze Age and indicated the reach of Trialeti culture. Cave settlements such as Uplistsikhe are known along the Mtkvari River from at least the fifth century BC, while rock cut architecture in the context of Georgian Christianity is known from Zedazeni and Garedzhi from the sixth century AD, and more locally from Vanis Kvabebi, Cholta and Margastani from the eighth century. Four distinct building phases have been identified at Vardzia: the first during the reign of Giorgi III (1156–1184), when the site was laid out and the first cave dwellings excavated; the second between his death and the marriage of his successor Tamar in 1186, when the Church of the Dormition was carved out and decorated; the third from that date until the Battle of Basian c.1203, during which time many more dwellings as well as the defences, water supply, and irrigation network were constructed; while the fourth was a period of partial rebuilding after heavy damage in the earthquake of 1283.

A number of documentary sources supplement the knowledge derived from the site's physical fabric. The collection of chronicles known as the History of Georgia refers to Tamar erecting a church to house the icon of the Virgin of Vardzia after receiving divine help in her campaigns, before transferring the monastery from Upper or Zeda Vardzia. Tamar is said to have departed from Vardzia during her campaign against the Muslims, and her ensuing victory at Basian is celebrated in the Hymns in Honour of the Virgin of Vardzia by Ioane Shavteli. The History of Georgia also relates how Vardzia escaped the Mongol invaders in the 1290s. The Persian Safavid chronicler Hasan Bey Rumlu describes Vardzia as a "wonder", "impregnable as the wall of Alexander the Great", before recounting its sack by the Persians under Shah Tahmasp I in 1551; a near-contemporary note in the Vardzia Gospel tells of its repatriation from a Persian bazaar. After the arrival of the Ottomans in 1578, the monks departed and the site was abandoned.
Site: http://en.wikipedia.org/wiki/Vardzia

CZECH:
Asi 60 kilometrů jízdy z Achalciche do skalního města Vardzia budete svědky dramatické a hezké přírody, ostatně jako ve většině koutů Gruzie. Cesta následuje tok řeky Mtkvari, prochází úzkými kaňony a pak se stáčí na jih k Aspindze po údolí, které jako zelená stuha protíná jinak vyprahlé skalnaté kopce. Tak dojedete k Vardzii – nejznámějšímu starodávnému skalnímu městu v Gruzii. Vardzia je mystické a legendární místo pro všechny Gruzíny, jakýsi kulturní symbol se zvláštním místem v srdcích Gruzínů. Toto místo je spojeno zejména s královnou Tamarou, kralující Gruzii v době „zlaté éry“. Vardzia byla vytesána do skalní stěny vyčnívající v délce asi 500 metrů do obloukovitého údolí řeky Mtkvari. Stavitelé přitom využívali skalních výstupků a zákoutí k vyhloubení hlubokých jeskyní, které mezi sebou spojovaly tunely, schodiště, terasy a galerie.

Původně bylo pro obyvatele zřízeno na 3000 obydlí v 13 patrech, které mohly poskytnout bydlení až pro 50 tisíc lidí. Každý příbytek se skládal ze tří místností. Kromě příbytků se zde nacházela i pokladnice, kostel, knihovna, pekárny, stáje a koupací nádrže. Voda byla rozvedena keramickým potrubím.

V sovětské době se město nacházelo v uzavřené pohraniční zóně díky blízkým hranicím s Tureckem (členem NATO), ale nyní sem jezdí řada turistů z celého světa. Předpokládá se, že název místa pochází od „ak var, dzia“, což se překládá jako „jsem zde strýčku“. Tak křičela královna Tamara, když zabloudila v jeskyni. Město založil její otec, král Giorgi III. v r. 1156 jako pevnost proti nájezdům Turků a Peršanů. Tamara stavbu dokončila a udělala z něj klášterní komplex, největší v Gruzii (žilo v něm 2000 mnichů). Tamara zde žila i se svým dvorem za války proti muslimským vojskům v letech 1193-95. Při zemětřesení v r. 1283 se svalila skála a zničila klášter. V roce 1456 se odehrálo ještě jedno velké zemětřesení, poté v r. 1551 přišli Peršané a na konci 16. století Turci – po invazi Osmanských Turků v roce 1578 mniši odešli a klášter byl opuštěn.Vardzia se nachází v nadmořské výšce 1400 m.n.m. Po zemětřesení je dnes zachováno ještě 750 místností na ploše 900 m². Hlavní turistickou atrakcí je klášterní kostel se sloupovým portálem, velký sál s klenbou, který je vyzdoben barevnými freskami ztvárňujícími mimo jiné krále Giorgiho III. a královnu Tamaru. Ještě dnes zde žije několik mnichů, kteří fungují jako průvodci. V srdci skalního komplexu se nachází chrám Nanebevzetí. Fasáda chrámu je tatam, ale uvnitř je chrám moc hezký. Fresky byly namalovány někdy mezi lety 1184-86 v období stavby chrámu.
zdroj: http://www.sakartvelo.cz

Additional Hints (Decrypt)

haqre n ebpx; ybbx sbgbuvag

Decryption Key

A|B|C|D|E|F|G|H|I|J|K|L|M
-------------------------
N|O|P|Q|R|S|T|U|V|W|X|Y|Z

(letter above equals below, and vice versa)



 

Find...

127 Logged Visits

Found it 123     Didn't find it 3     Publish Listing 1     

View Logbook | View the Image Gallery of 49 images

**Warning! Spoilers may be included in the descriptions or links.

Current Time:
Last Updated:
Rendered From:Unknown
Coordinates are in the WGS84 datum

Return to the Top of the Page

Reviewer notes

Use this space to describe your geocache location, container, and how it's hidden to your reviewer. If you've made changes, tell the reviewer what changes you made. The more they know, the easier it is for them to publish your geocache. This note will not be visible to the public when your geocache is published.